ფაქტები და ციფრები



ფაქტები და ციფრები
ერთი ტიპს, რომელსაც დოღზე ფსონების დადება უყვარდა.წლების განმავლობაში სულ აგებდა.. და ერთ დღესაც მიხვდა როგორ უნდა მოეგო, რომ შვიდიანი მისი ბედნიერი ციფრი იყო და ამაზე უნდა აეგო ყველაფერი.
შვიდ რიცხვში ადგა დილის შვიდ საათზე, ყველა მოქმედება შვიდს დაუკავშირა ან შვიდჯერ გააკეთა, მერე მეშვიდე სალაროში, მეშვიდე ნომერ ცხენზე დადო შვიდი დოლარი…
და ცხენი მეშვიდე მივიდა :)
ერთმა მფრინავმა, რომელმაც გადაწყვიტა დაემტკიცებინა რომ რიცხვი 13 თარსი არაა, გადაწყვიტა რომ 13 რიცხვში, 13 საათსა და 13 წუთზე აფრენილიყო თვითმფრინავით და 13 კილომეტრი გადაიფრინა. თვივმფრინავს დიდი 13-იანი დააწერა, შუბლზეც 13 დაიწერა ფლომასტერით და ა.შ. ფრენა წარმატებით დაასრულა. ამით გახარებული საღამოთი ბარში აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად ამ გამარჯვებას, მაგრამ უცბათ ყელში კურკა გაეჩხირა და მოკვდა…
ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან _ ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა “shake” (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი “spear” (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა “shakespear” (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო…
ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ 46 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა, რადგან მისი ტელეფონი სწორედ ამ რიცხვით ბოლოვდებოდა. როდესაც ფროიდმა ამ ასაკს გადააბიჯა, მაშინ გაუჩნდა რწმენა, რომ უკვე 51 წლის ასაკში გარდაიცვლეობდა. ეს იყო ჯამი 28-ისა და 23-ისა (მისი ვერსიით, “მამრული” და “მდედრული” ციფრები), თუმცა ფროიდმა ამ ასაკსაც გადააბიჯა. საბოლოოდ ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყელის კიბოთი დაიღუპა. ფაქტია, რომ ფროიდი უფრო წარმატებული ფსიქოლოგი იყო, ვიდრე ნუმეროლოგი.
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი ბეირიტში გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა “ჯადოსნური მსროლელი”, რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა “ტანგეიზერი”, რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment