ცრურწმენა


არსებობს ცრურწმენის ორი სახე. პირველი დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურებში ოდითგან არსებულ რელიგიურ რწმენასთან, მეორე – ჩვენი პატარ-პატარა ინდივიდუალური ცრურწმენებია. თითოეულ ჩვენგანს ხომ გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირადი რიტუალები, რომლებსაც ხშირად უბრალო ჩვევებად მივიჩნევთ.
მიუხედავად იმისა, რომ კოკისპირულად წვიმს, ზოგს დავიწყებული ქოლგის გამო უკან დაბრუნება არ სურს – ვაითუ დაითარსოს. ზოგი – დიდ წრეს უვლის მანქანით, თუ სახლთან მიახლოებისას წინ შავი კატა გადაურბენს, ზოგი კი, უფროსიც რომ იძახებდეს, არავითარ შემთხვევაში ზედ არ მიიკერებს მოწყვეტილ ღილს, უბედურებას რომ არ გადაეყაროს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს რაღაც ეშმაკეულის სჯერა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჰოვარდ ტილზი ცრურწმენის მიზეზად თვლის «ეპოქის არასაიმედოობას». ცრურწმენათა და ცრუ შეხედულებების ახლანდელ რენესანსს შუასაუკუნეების შემდეგ ბადალი არ ჰყავს. მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ეპოქის არასაიმედოობასა და ასეთივე საეჭვო ხვალინდელ დღესთან არის დაკავშირებული.
ძველთაგანვე სჯეროდათ, რომ გარემომცველ საგნებს, ამა თუ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, შეუძლიათ სიკეთე ან ზიანი მოუტანონ ადამიანს. საუკუნეებით განმტკიცებული რწმენით თითქოსდა გვეძლევა ნიშანი, რომელიც კარგს ან ცუდს გვიქადის…
ორთოდოქსულმა მეცნიერებამ ეს ყოველივე ცრურწმენად მონათლა , მაგრამ ბოლო წლებში შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა. ყოფილ სკეპტიკოსებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ყველა საგანს, რომელთაც ჩვენ ვეხებით, თავისი აურა აქვს, ანუ მეცნიერულად რომ ვთქვათ – საკუთარი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ჩვენს ბიოველზე ზემოქმედებს. რაც უფრო ხშირი და რეგულარულია კონტაქტი საგანთან, მით უფრო თვალსაჩინოა ეს ზეგავლენა . ისიც საყურადღებოა, რომ ეს ზემოქმედება ორმხრივია-პასიური არც ჩვენი ბიოველია.
უმრავლესობა ცრურწმენას რეალური საფუძველი უდევს,უბრალოდ მისი ნამდვილი აზრი დაკარგულია და შემდგომში დამახინჯებული დოგმასავით გადადის…. თუმცაღა ცრურწმენის ფესვები უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე მისტიკური…

No comments:

Post a Comment