ცრურწმენები და ენერგეტიკა



ცრურწმენები და ენერგეტიკა

გაბზარული თეფშით ან ფინჯნით ნუ ისარგებლებთ – უბედურებას მოგიტანთ.
საქმე იმაშია, რომ თეფშის ბიოველის მახასიათებლები გაბზარვის შემდეგ შეიცვალა და ეს ხდება , ჩვეულებრივ კარგიდან ცუდისკენ. თქვენ ამ თეფშით ხშირად სარგებლობთ, ჭურჭლის უარყოფითი ველი გადაეცემა კერძს და ხვდება თქვენს ორგანიზმში. ბინაში, ალბათ სხვა გაფუჭებული ნივთებიც გაქვთ. მაშასადამე უარყოფითი აურა ძლიერდება და შესაბამისად რაიმე სენის ან უსიამოვნების რისკი იზრდება.
ცარიელ ბოთლს მაგიდაზე ნუ დადგამთ – უფულობა იცის
ხალხში არის რწმენა , რომ ცარიელ ჭურჭელში შეიძლება ავმა ძალამ დაიბუდოს, ამიტომ უთავსახურო ჭურჭელს დიასახლისები, ჩვეულებრივ პირქვე დამხობილს ინახავენ თაროებზე. ეს ჰიგიენურადაც გამართლებულია :)
ორნი ერთდროულად ერთი პირსახოცით ნუ შეიმშრალებთ – წაიჩხუბებთ.
ხალხს სჯეროდა, რომ ამ დროს მეორე ის ”უცხო”, ენერგიის ნაწილს გართმევთ და შესაძლოა , თქვენი აზრებიც ”წაიკითხოს”. სინამდვილეში კი იგი თავისი გამოსხივებით ცვლის ამ საგნის ენერგეტიკას და საგანს, ამ შემთხვევაში – პირსახოცს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მფლობელის ბიოველზე.
თეთრეულს ან პერანგს უკუღმა თუ ჩაიცმევ 
ითვლებოდა, რომ საცვალს თუ უკუღმა ჩაიცვამ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარე მტრული სამყაროს ზემოქმედებისთვის აშიშვლებ იმას, რაც აქამდე დაფარული, ანუ დაცული იყო. თანამდროვე გაგებით კი საცვალი თუ პერანგი კანთან ერთად ქმნიან ელექტრულ სისტემას, რომელიც სხეულში ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს. თუ თეთრეულს უკუღმა იცვამ, არღვევ დამყარებულ ერთიანობას და ამის შედეგად ორგანიზმი სუსტდება. სწორედ ამიტომ, როცა ადამიანი უკუღმა ჩაცმული თეთრეულით დადის, თუნდაც ამას ვერ ხვდებოდეს, მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტს გრძნობს და დილიდან საღამომდე დაუშვებს იმდენ და ისეთ შეცდომებს, რასაც და რამდენსაც სხვა დროს არ დაუშვებდა.
მეზობლისგან ჭურჭელს თუ ითხოვ, ცარიელს ნუ დაუბრუნებ და შენიც ყოველთვის სავსე იქნება.
ეს სუფთა ფსიქოლოგიაა.მაგ:თუ მეზობელს ქვაბს დაუბრუნებ არა ცარიელს, არამედ 5-6 ხინკალთან ერთად მაინც, ამით მადლობასაც ეუბნები და კეთილგანწყობასაც უმტკიცებ, თუმცაღა ენერგეტიკული თვალსაზრისით საქმე რთულადაა. ცარიელ ჭურჭელში რჩება ე.წ ენერგეტიკული ”ნალექი”, რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს უცხო ბიოველზე.თუ ჭურჭელს ნაწილობრივ რაიმეთი (ცხადია, საკვებით) შევავსებთ, ”ნალექი”განეიტრალდება და კეთილ მეზობელს აღარაფერი დაემუქრება. :)
მაგიდის კუთხეში თუ დაჯდები 7 წელი არ გათხოვდები/ცოლს არ მოიყვან 
შეკრული კუთხის წვეროდან მოდის ენერგეტიკა, რომელიც ასე ვთქვათ ჭრის მის წინ მდებარე ობიექტს/სუბიექტს ენერგეტიკულ დონეზე, რაც საკმაოდ არასასურველია!
ასე, რომ ერიდეთ კუთხეში დაჯდომას, მაგრამ თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ მრგვალი მაგიდის ”კუთხეში” დაჯდეთ :)
ცრურწმენების კოლექცია ;)
მეგობრის საფულე მოგეწონათ და იმანაც გაჩუქათ?
სთხოვეთ რომ ერთი 5 თეთრიანი მაინც ჩაგიგდოთ შიგ, თორემ თქვენს ხელში ის საფულე მუდამ ცარიელი იქნება. რატომ? იმიტომ რომ მას ”თავისი პატრონი ენატრება” და თქვენზე ზრუნვა გულზე სულაც არ ახატია.
შავი კატა – თარსი დღე იცის
მარილის დაყრა (ჩხუბი იცის)
სახლში სტვენა არ შეიძლება – ფული არ გექნება
ობობა რომ მოკლა, ფულს დაკარგავ
ჩანგალი რომ დაგივარდეს ვინმე მოვა, თუ კოვზი დავარდა მაშინ ქალი მოვა, ხოლო თუ დანა ესე იგი კაცი.
ბაყაყი არ მოკლა, იწვიმებს და თუ მაინც გაწვიმდა ცოცხი უნდა დაწვათ, გადაიღებს
ჩიტის დასკინტლებამ ბევრი ფული იცისო :)
დანის ხელში მიწოდება (ჩხუბის ნიშანია)
სახლიდან გასული თუ უკან შებრუნდი სარკეში უნდა ჩაიხედოო
თუ მარცხენა ხელი გეფხანება – ფული შემოგივაო, თუ მარჯვენა – ფულს დახარჯავო
ორშაბათს ვალი არ დაუბრუნო და არ ასესხო.
სიფთაზე აღებული ფული დარჩენილ გასაყიდ საქონელს უნდა მიუსვ-მოუსვა, (ვაჭრების ცრურწმენებიდან)
ცხვირსახოცს რომ გაჩუქებენ ხურდა უნდა მისცე
ცუდი სიზმარი წყალს უნდა მოუყვე
ფეხზე რომ დაგაბიჯებენ მერე შენც უნდა დააბიჯო თორე დედა მოგიკვდება (აუ ამის ბავშვობაში მეშინოდა)
თეფშს თუ მოასუფთავებ მოწესრიგებული ქმარი/ცოლი გეყოლება თუ არა და ფეთხუმი

No comments:

Post a Comment